ზუგდიდის სოფელ ტყაიაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება

604

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მერმა ლაშა გოგიამ ისაუბრა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ტყაიას ადმინსტრაციულ ერთეულში,  რეაბილიტირდება 334 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიგანის გზა. მოეწყობა ბეტონის საფარი და გზის პარალელურად სანიაღვრე არხების რეაბილიტაციაც განხორციელდება.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 185 560 (ას ოთხმოცდახუთი ათას ხუთას სამოცი) ლარია.

ტყაიაში 2015 წელს 980 მეტრი სიგრძის გზა, 2016 წელს კი 820 მეტრი გზა რეაბილიტირდა.

შეხვედრაზე, ლაშა გოგიამ აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან ერთად, ერთობლივი ძალებით ამ პრობლემას აქტიურად შეებრძოლებიან, ამისთვის კი მოსახლეობის დროული ინფორმირება და აქტიური მუშაობაა საჭირო.