მახუნცეთში, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერით, ძეგლი დაიდგმება

1323

ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთში მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერით, ძეგლი “საქართველოს სადარაჯოზე” მონტაჟდება. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ძეგლი, მოქალაქეთა ფინანსური მხარდაჭერით, დავით სვანიძის ესკიზის მიხედვით დამზადდა. მისი მონტაჟი სამ თვეში დასრულდება.

როგორც ქედის მუნიციპალიტეტის მერია იუწყება,  ამავე ტერიტორიაზე პარკის მოწყობაც იგეგმება და კეთილმოწყობითი სამუშაოების დაგეგმარება მიმდინარეობს. საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტზე, ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,არქმშენსერვის ჯგუფი” იმუშავებს.

„საქართველოს სადარაჯოზე“- ასე ჰქვია ძეგლს, რომლის მონტაჟიც მახუნცეთში მიმდინარეობს. ძეგლის დადგმა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერით ხდება. ძეგლი დავით სვანიძის ესკიზის მიხედვით დამზადდა მონტაჟი სამ თვეში დასრულდება. ამავე ტერიტორიაზე ქედის მერია კემპინგის მოწყობასაც გეგმავს.