შიდა ქართლში ხეხილის 283 ბაღი გაშენდა

631

შიდა ქართლში ხეხილის 283 ბაღი გაშენდა 1 491 ჰა მიწის ფართობზე. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

“დანერგე მომავალი“ პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით, 4 709 ჰა ფართობზე ხეხილის 767 ბაღის გაშენება დაფინანსდა.

დაფინანსების მოცულობა შეადგენს 24684617 ლარს.

ბაღების უმეტეს ნაწილში გაშენდა კაკალი, ვაშლი, ლურჯი მოცვი, ნუში და თხილი.

პროგრამის შესახებ იხილეთ:http://apma.ge/projects/read/plant_future/2:parent

 ცხელი ხაზი: 15 01