ვინ ისარგებლებს თბილისი-დმანისის მარშრუტით უფასოდ

1344

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით სტუდენტებისთვის, ვეტერანებისა და დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის, უფასოდ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი: დმანისი-თბილისი, თბილისი-დმანისის მიმართულებით, კვირაში ორი დღე, ორშაბათსა და პარასკევს.

მუნიციპალური ტრანსპორტი, ორშაბათს, დმანისის მუნიციპალიტეტის ავტოსადგურიდან დილით 09:00 საათზე, ხოლო პარასკევს საღმოს ქალაქ თბილისის მეტროსადგურ სამგორის მიმდებარე ტერიტორიიდან 15:00 საათზე გავა.