ქუთაისის მერიის სპორტის ა(ა)იპ-დან 24 თანამშრომელი გაუშვეს

802

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში რეორგანიზაცია დასრულდა. ა(ა)იპ-ის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად 24 თანამშრომელი გათავისუფლდა. ამის შესახებ “ნიუპრესი” წერს.

გამოცემის ცნობით, თანამდებობა დატოვეს როგორც ადმინისტრაციის, ასევე სპორტული სკოლების წარმომადგენლებმა. მათ შორის არის ირაკლი კიკვაძე, რომელმაც ადმინისტრაცია პოლიტიკური ნიშნით დევნაში დაადანაშაულა.

ა(ა)იპ-ში განმარტავენ, რომ შტატების შემცირება ტაიკვანდოსა და სპორტის სასახლის ა(ა)იპ-ების შეერთებამ გამოიწვია. ა(ა)იპ-ში რეორგანიზაცია ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპორტის ა(ა)იპ-ის შემადგენლობაში 15 სკოლაა.

რეორგანიზაცია დასრულდა კულტურის ა(ა)იპ-შიც, სადაც თანამდებობა 48 თანამშრომელმა დატოვა. 

ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, რეორგანიზაცია ყველა ა(ა(ი)პ-ს შეეხება.