წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

800

წინა სტატია

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა.

ამ გზაზე გადაადგილება მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, წყნეთი-ბეთანიის გზა რთული მონაკვეთია და წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინასური მხარდაჭერით ხორციელდება.

ცნობილია, რომ ეს გზა 13 ივნისს, სტიქიიდან 3 წლის თავზე გაიხსნება.