რეგიონებში სასწრაფო დახმარების ცენტრებს, რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად, 22 მანქანა გადაეცა

1382

რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლება დასრულდა. სპეციალურად მაღალმთიან რაიონებში ოპერირებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 ახალი ჯიპის ტიპის მანქანა გადასცა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.

ავტომობილები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით სრულად არის აღჭურვილი. ჯიპის ტიპის სპეცმანქანებით გადაადგილება ყველა სახის, მათ შორის განსაკუთრებით რთულ რელიეფზეც არის შესაძლებელი.

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ამ დრომდე უკვე 222 ახალი, სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი სპეცმანქანით შეივსო.

განახლებული ავტოპარკი რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.