ფესტივალის ფარგლებში, ბათუმში ასამდე უცხოელი წყვილის დაქორწინება იგეგმება

1336

14-17 სექტემბერს, პირველად საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფესტივალი – „ჩემი დიდი ქართული ქორწილი“. ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე წყვილი მიიღებს მონაწილეობას, ის, ვისაც სურვილი ექნება საქართველოში გადაიხადოს ქორწილი. ინფორმაციას “გაზეთი ბათუმელები” ავრცელებს.

„ჩემი დიდი ქორწილის“ ორგანიზატორია MICE და კომპანია  GEO STUMARI. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი სამდღიანი იქნება,  მონაწილეები კი ქართულ კულტურასაც გაეცნობიან.

უფრო ვრცლად ამის შესახებ წაიკითხეთ სტატია ამ ბმულზე.