სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ვაკანსიებზე განცხადებების მიღება სრულდება

10084

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ვაკანსიებზე განცხადებების მიღება სრულდება.  ორგანიზაციას ვაკანსიები გამოცხადებული აქვს შემდეგ პოზიციებზე: ექიმი კონსულტანტი, მედდა, უფროსი ექიმი, უმცროსი ექიმი, სამედიცინო ბრიგადის მძღოლი.

თოთოეულ ვაკანტურ პოზიციაზე შესაბამისი მოთხოვნები, სახელფასო ანაზღაურება და კონკურსის პირობები hr.gov.ge-ზე არის განთავსებული.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ვაკანსიებზე განცხადებების წარდგენის ვადა ერთ დღეში იწურება.