პანკისში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

1384

პანკისის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის „ხადორი 3″-ის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ისინი სოფელ ბირკიანში არიანშეკრებილები და 6 მეგავატი სიმძვლარის ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის სულხან ბორძიკაშვილის თქმით, ჰესის მშენებლობის შედეგად წყლის დონე მკვეთრად შემცირდება, რომელიც გამოიწვევს ტყის გამეჩხერებას და ფლორასა და ფაუნას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

„მოსახლეობა ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. ეს არის ჩვენი მთავარი პროტესტის მიზეზი. ჰესის მშენებლობა დაუშვებელია. დაახლოებით 5 კილომეტრზე, სოფელ ბირკიანამდე დაგეგმილია მდინარე ალაზნის მილებში მოქცევა, რაც გამოიწვევს ტყის გამეჩხრებას, წყლის დონის მკვეთრ შემცირებას და გაჩნდება სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა. შედეგად განადგურდება ფლორა და ფაუნა“, – განუცხადა Knews.ge-ს სულხან ბორძიკაშვილმა.
ჰიდროელექტროსადგურს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. პროექტის მიხედვით, „ხადორი 3“ საცხოვრებელი სახლებიდან 90 მეტრში განთავსდება.