ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარის მშენებლობისთვის 2 მილიონამდე დაიხარჯება

519

თბილისში, კრწანისის რაიონში, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. პროექტი, რომელიც კრწანისის გამგეობის დაფინანსებით მომზადდა, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელ ხუთკილომეტრიან გზას 500 მეტრამდე შეამცირებს. ინფორმაციას კრწანისის გამგეობა ავრცელებს.

გზაგამტარზე, ასევე, მოეწყობა საავტომობილო და საფეხმავლო გასასვლელები. პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით, 2 მილიონამდე ლარია.

პროექტის დეტალები სამუშაოების დაწყებამდე, კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის, კონტრაქტორი კომპანიისა და რკინიგზის სადგურის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.