ისანში, ვაზისუბანში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

951

ონაშვილის ქუჩა N9-ში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია-განახლება ბოლო ეტაპზეა. ამავე მისამართზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ბორდიური და ტროტუარი ეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას ისნის გამგეობა ავრცელებს.

ვაზისუბნის დასახლების N8, N9, N10 და N10 ა კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2018 წლის მაისში დასრულდება.

ვაზისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.