ზუგდიდში წყალარინების გაწმენდითი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

771

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წყალარინების გაწმენდითი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

ამ ეტაპისთვის მშენებლობაზე დასაქმებულია 40 ადგილობრივი მაცხოვრებელი, თუმცა სულ 150-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.

პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რაც ხელს შეუწყობს გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას.

აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება 42 მლნ. ლარზე მეტს შეადგენს.

მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.