ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანსა და ვანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

548

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ინფორმაციას იმერეთის მხარე ავრცელებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანსა და ვანში უკვე დასრულდა გზის მოწყობის სამუშაოები და ჯამში 8 კილომეტრზე მეტი გზა დაიგო, რომლის ღირებულებაც 1 490 742 ლარს შეადგენს. სოფელ ღარიხევში კი, დასრულების ეტაპზეა გზის დაგების პროცესი, სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 63 109 ლარია გამოყოფილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2017 წელს 26 სოფლამდე მისასვლელი გზა გაკეთდა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე კი, 6,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.