გარდაბნის მერია პროექტების შესყიდვისთვის ტენდერს აცხადებს

620

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მოსამზადებლად ელექტრონულ ტენდერებს აცხადებს. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ტენდერი სოფელ კრწანისში შიდა გზების მოასფალტების  საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, 21 მარტს გამოცხადდა.

პროექტისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას 2 500 ლარი აქვს გათვალისწინებული. წინადადებების მიღება 30 მარტს დასრულდება.

ასევე, 21 მარტს გამოცხადდა ტენდერი ქალაქ გარდაბანში, კერძოდ ლელაშხას დასახლებაში და სოფელ კრწანისში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, სადაც წინადადებების მიღება 27 მარტს დაიწყება, ხოლო წინადადებების შეთავაზებების დასრულების თარიღად 29 მარტია განსაზღვრული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 000 ლარს შეადგენს. 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისსა და ახალსოფლის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისათვის, საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დასამზადებლად გათვალისწინებული თანხა  კი, 5000 ლარია. წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება.