ურეკში მილიონიანი სახელმწიფო ქონება 9 ათას ლარად გაიყიდა, პედაგოგები სასამართოში ჩივილს გეგმავენ

802

ურეკში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, 2 ჰექტარი მიწის აუქციონის წესით გაყიდვა ადგილობრივი საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის სკოლის პედაგოგები სასამართლოს გზით აპირებენ აღნიშნული მიწის გაყიდვის კანონიერების დადგენას. ინფორმაციას “გურიანიუსი” ავრცელებს.

2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ურეკში, ე. წ. “ჩირეს“ ტერიტორიაზე, სოფელ შრომის სკოლას ამავე სოფლის გამგეობამ 2004 წლის 4 იანვარს საჩუქრად გადასცა, დღეს კი ეს ტერიტორია გაყიდულია. სოფელ შრომის მცხოვრებლები ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის ყოფილი გამგებელი ზურაბ მჟავანაძე ამ ფაქტს ხელისუფლების მიერ კორუფციულ გარიგებას უკავშირებს. მისი თქმით,ეს ტერიტორია ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს და იქ 1 კვმ. მიწის ნაკვეთი, დაახლოებით, 40 დოლარი მაინც ღირს.

“50 თეთრადაა გაყიდული 1 კვადრატული მეტრი და 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთში 9 ათასი ლარია გადახდილი, მაშინ როცა, მინიმუმ, მილიონი ლარი მაინც ღირს. 1995 წლიდან 2011 წლამდე ვმუშაობდი შრომის თემის გამგებლად და ამ ხნის განმავლობაში, ამ ნაკვეთის გაყიდვის ან სხვისთვის სარგებლობაში გადაცემის შესახებ საკითხი არ დასმულა, “_ ამბობს მჟავანაძე.

მისი თქმით, დღეს ამ ტერიტორიის მინიმალური ფასი 30-40 დოლარია.

“რჩება შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან. ისეთ პიროვნებას აქვს ნაყიდი, რომელიც სოფელთან არანაირ კავშირში არ არის და შესაბამისად, ეს მისი პირადი ინტერსებისთვის არის შეძენილი. ვინ დგას ამ პიროვნების უკან – ეს კიდევ გამოძიების საქმეა. და კიდევე ერთი – რატომ არის ოფიციალურად დაფიქსირებული 18 350 კვ.მ.? მიწის ნაკვეთი 2 ჰექტარი იყო –  სად და როდის გაქრა 1 650 კვადრატული მეტრი? ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ”,- ამბობს ზურაბ მჟავანაძე.

სტატია სრულად იხილეთ ამ ბმულზე.