რუსთავში გარეგანათების სისტემებს აწესრიგებენ

584

ქალაქში გარეგანათების სისტემები წესრიგდება. ცვლილებები განხორციელდება როგორც გეგმიური სამუშაოების მიხედვით, ასევე, ცხელ ხაზზე მოსახლეობის მიერ იწოდებული ინფორმაციის თანახმად. ამის შესახებ “ინფო რუსთავი” წერს.

“გარეგანათების ბოძების მოწესრიგება, თითქმის, მთელი ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ჩვენ ცხელი ხაზიდან შემოსული ზარების მიხედვით ვანაწილებთ სამუშაოებს. განათების ბოძები შესაძლოა, რამდენიმე ტერიტორიაზე ერთდროულადაც შეიცვალოს”, – ამბობს რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელი, ბადრი მოდებაძე.

აღსანიშნავია, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, გარეგანათების ნათურები შეიცვლება ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე.