მარნეულის მერიამ 10 მანქანის ტექნიკური მომსახურებისთვის 27 118-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

520

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 10 ავტომობილის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვისთვის, მარნეულის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის საწყისი თანხა 27 118 ლარია. ინფორმაციას მარნეულის რადიო ავრცელებს.

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მერიის ავტომობილებს უნდა შეუცვალოს ან შეაკეთოს ნაწილები, ჩაუტაროს დიაგნოსტიკა, შეცვალოს ავტომობილის ზეთი და ა.შ.

ტენდერის წინადადებების მიღება 28 მარტს დასრულდება. ტენდერის ხარჯები დაიფარება 2018 წლის ბიუჯეტიდან.