თელავის საკრებულოში დეპუტატი და მოქალაქე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

1037

წინა სტატია

თელავის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ბადურ რევაზიშვილი და მოქალაქე გიორგი მოსიაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის დაპირისპირება საპატრულო პოლიციამ განმუხტა. სამართალდამცველებმა მოსახლეობას საკრებულოს სხდომა დაატოვებინეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ თელავის საკრებულოს სხდომაზე სიტუაცია რამდენიმე საათის წინ დაიძაბა, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა. დილიდან საკრებულოს სხდომას სოფელ რუისპირის და იყალთოს მოსახლეობა ესწრებოდა. ადგილობრივები საკრებულოს დღის წესრიგის შეცვლას და პირველ საკითხად გაყიდული საძოვრების საკითხის გატანას ითხოვდნენ.

კახეთში სულ უფრო მეტ სოფელში ჩივიან, რომ საძოვრების გარეშე დარჩნენ. პერიოდულად ხალხი ქუჩაში გამოდის და აქციებს მართავს.