გუდაურში საბაგიროს დაზიანების გამო, ორმა პირმა თანამდებობა დატოვა

1148

წინა სტატია

გუდაურში საბაგიროს დაზიანებასთან დაკავშირებით ორი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საქმე დადგა. ამის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. მინისტრის განცხადებით, საბაგიროს დაზიანების გამო, მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძემ და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ქადაგიძემ თანამდებობა დატოვეს.

“მომმართა ორმა ადამიანმა, რათა შეჩერებულიყო მათი მოვალეობები, ეს არის მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში და ასევე გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი. ეს ორი ადამიანი ასევე იღებს პასუხისმგებლობას, ისინი აღნიშნულზე გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას. მათ მომმართეს, რათა შეჩერებოდათ უფლებამოსილება”, – განაცხადა კოტე ქადაგიძემ.

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ დასკვნის მიხედვით, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნასა და ოპერატორის არასწორ ქმედებას უკავშირდება.

გუდაურის საბაგიროზე უბედური შემთხვევა 16 მარტს მოხდა. გონდოლები ერთმანეთს შეეჯახნენ, რის გამოც ორი უცხოელი ტურისტი და 9 ქართველი დაშავდა.