თელავის საკრებულოში სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

736

თელავის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. სხდომას სოფელ რუისპირის და იყალთოს მოსახლეობა ესწრება. ადგილობრივები საკრებულოს დღის წესრიგის შეცვლას და პირველ საკითხად გაყიდული საძოვრების საკითხის გატანას ითხოვენ. სხომაზე ასევე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე აცხადებს, ოპოზიციონერები დღის წესრიგს არღვევენ და სხდომის ჩაშლას ცდილობენ, რის გამოც დღის წესრიგის შეცვლა ვერ ხერხდება. არჩილ თხლაშიძე საპატრულო პოლიციის გამოძახებას აპირებს.

კახეთში სულ უფრო მეტ სოფელში ჩივიან, რომ საძოვრების გარეშე დარჩნენ. პერიოდულად ხალხი ქუჩაში გამოდის და აქციებს მართავს.