რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ბელარუსის ქალაქ ჟოდინოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

600

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ბელარუსის ქალაქ ჟოდინოს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

ორმხრივ შეთანხმებას ხელი რუსთავის მერის მოადგილემ, დავით კეკელიძემ და ჟოდინოს საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, იური შარიმ მოაწერეს.

მემორანდუმი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ ხელმოწერილი ,,ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების”ფარგლებში გაფორმდა.

მემორანდუმი ორ ქალაქს შორის ეკონომიკის, მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ვაჭრობის, ასევე, მეცნიერებისა და განათლების, კულტურისა და ხელოვნების, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის დამყარებას ითვალისწინებს.