თელავში ინგლისურენოვანი სადისკუსიო კლუბი გაიხსნება

1032

თელავის ამერიკულ კუთხეში ინგლისურენოვანი სადისკუსიო კლუბი გაიხსნება. “კლუბი საოცარ ქალებზე“ არის ინგლისურენოვანი, რომელსაც უძღვებიან მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

მშვიდობის კორპუსის მოხალისე სარა დიჩი ამბობს, შეხვედრებზე განიხილება ქალების მიერ შეტანილი წვლილი მსოფლიოს ისტორიაში.

“ყოველ დისკუსიაზე შერჩეული იქნება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ქალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, აღმოვაჩინოთ სხვადასხვა კულტურა, მსოფლიოს ისტორია და გეოგრაფია. კლუბის შეხვედრები შედგება ინგლისურ ენაზე სახალისო აქტივობებით, რომლებიც წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას მონაწილეებისთვის, რათა გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნის დონე ამერიკელებთან ერთად, გაიგონ ბევრი საინტერესო ფაქტი ცნობილი ქალების და ამაღელვებელი თემების შესახებ”, -თქვა სარა დიჩმა.

სადისკუსიო შეხვედრები გაიმართება ყოველ სამშაბათს, 4 საათზე, თელავის ცენტრალური ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში.