ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ სხდომაზე სიგარეტი მოწია

533

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „მწვანეების”თავმჯდომარე ჯონი ჯიქიამ საკრებულოში დეპუტატების ჩხუბისას სიგარეტი მოწია. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

საკრებულოს 22 მარტის სხდომაზე ერთმანეთს ოპოზიციური პარტიის წევრები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებისას ჯონი ჯიქია მათთან მივიდა, რა დროსაც ის სიგარეტს ეწეოდა.

ჯონი ჯიქია „ქართული ოცნების“ წევრია. ის არის ჭაქვინჯის მაჟორიტარი. 2007 წელს ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი იყო „კონსერვატიული” პარტიიდან. აქვს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი.

ჯონი ჯიქია 2017 წლიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „მწვანეების” თავმჯდომარეა.