ზუგდიდის ბიბლიოთეკაში იტალიური კუთხე გაიხსნება

938
იტალიის საელჩოს წარმომადგენელ გაგა შოთაძის განცხადებით, ზუგდიდში საჯარო ბიბლიოთეკაში იტალიის კუთხე აპრილში გაიხსნება. ამის შესახებ შოთაძემ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თქვა. შეხვედრაზე საელჩოს კიდევ ერთი წარმომადგენელი კარლო სერაფინი,ზუგდიდის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი ხათუნა დარასელია და სხვა სტუმრები იყვნენ. ინფორმაცაის “ლაივპრესი” ავრცელებს.
ზუგდიდის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა ხათუნა დარასელიამ იტალიის ღირსშესანიშნაობებზე ისაუბრა. მისი პრეზენტაცია იყო ერთგვარი ვირტუალური მოგზაურობა იტალიაში, რისთვისაც მას შეხვედრის დასასრულს მადლობა გადაუხადეს.
„არაჩვეულებრივი საჯარო ლექცია იყო, აქ თავი ვიგრძენი, როგორც საკუთარ სამშობლოში, და ვიმედოვნებ, როცა ოფიციალურად იქნება ცენტრის გახსნა, ეს დააახლოებს ერთმანეთთან ყველა სფეროში ქართულ-იტალიურ ურთიერთობებს“, – განაცხადა კარლო სერაფინიმ.