ზუგდიდის საკრებულოში ევროპული საქართველოს და ნაციონალების წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

647

ზუგდიდში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ერთმანეთს ოპოზიციური პარტიის წევრები დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას imedinews. ge ავრცელებს.

“კარგი იქნებოდა თქვენ შეგექმნათ პოლიტიკური მეძავების ფრაქცია” – ამ სიტყვებით მიმართა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანი წითლიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრ დეპუტატებს. დაპირისპირება ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დაფუძნების საკითხის განხილვას მოყვა.

„ევროპული საქრთველოს“ წევრი ბათლომე შელია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი დავით შელია ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე დეპუტატს სახისა და თავის არეში დაზიანებები აღენიშნებათ.