«საუნჯე» განცხადებას ავრცელებს

622

თვითმმართველი ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის  შესაძლო გაუქმების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია »საუნჯე» განცხადებას ავრცელებს. «ბოლო დროს მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 5 თებერვალს მიღებული საქართველოს ორგანული კანონით «ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი» განსაზღვრული შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის (თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე)  თვითმმარველი ერთეულის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევის შესახებ.

ასეთი სახის ინიციატივა ეწინააღმდეგება დეცენტრალიზაციის პროცესს. მიგვაჩნია,რომ ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველების განვითარება, მათთვის სუბსიდიარობის პრინციპებზე დაყრდნობით უფლებამოსილების გადმოცემით და თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდა, ხოლო მერებისა და გამგებელბის პირდაპირ წესით არჩევა. ქალაქ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ერთეულის გაუქმებით მოხდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და ადმინისტრაციული საზღვრებში შემავალი დასახლების თვითმმარველი თემის — ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაერთიანება. ქალაქის ტიპის დასახლებასა და სოფლის ტიპის დასახლებაში არსებობს განსხვავებული გამოწვევები. შესაბამისად, ქალაქის ტიპის დასახლების თვითმმათველი ერთეულის სტატუსით განვითარების სწრაფ ტემპებს აღწევს, ვიდრე ეს მოხდება სოფლის ტიპის დასახლებებთან გაერთიანებით, რადგან სოფლის ტიპის დასახლებებში არსებული პრობლემები და გამოწვევები განსხვავდება ქალაქის ტიპის დასახლებაში არსებულისგან».

წყარო: ზუგდიდელები