რუსთავში, 14 მისამართზე, შენობების სახურავები გამოიცვლება

904

რუსთავში 14 მისამართზე შენობების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. რუსთავის მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. ამის შესახებ “ინფო რუსთავი” წერს.

სატენდერო დოკუმენტის თანახმად, შენობები შემდეგ მისამართებზე გადაიხურება: რჩეულიშვილის №16, მიუსაფარ ბავშვთა სახლი, 21-ე მიკრორაიონის №24, შარტავას №12, გარეჯის №12, თოდრიას მე-3 ჩიხის №3 (მე-2-მე-3 – მე-5 სადარბაზო), ყოფილი საბავშვო ბაღი №39, დუმბაძის ქუჩა ბინა №40, მე-6 მრ. №3, მე-12 მ/რ. №7, მე-20 მრ. №15, შარტავას ქ. №13, შარტავას ქ. №15, მეგობრობის გამზ. №15.

გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის რუსთავის ბიუჯეტიდან 327 820 ლარია გამოყოფილი.