თუშეთში მუდმივად მცხოვრებლებს 100-ის ნაცვლად 200 ლარით დაეხმარებიან

703

თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სოციალური დახმარების ოდენობა 2018 წლის 1 იანვრიდან გაორმაგდა და წელიწადში 100 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება. ინფორმაციას “რეგინფო” ავრცელებს.

დადგენილების თანახმად, მაღალმთიან თუშეთში მუდმივად მცხოვრები 30 ბენეფიციარი წელიწადში ორჯერ – ახალი წლისთვის და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ერთჯერადი დახმარების სახით 100-100 ლარს მიიღებს.

აღნიშნული პირებისთვის გამოყოფილი დახმარების ოდენობა, 2011 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, წელიწადში 100 ლარი იყო – 50-50 ლარი საახალწლოდ და სააღდგომოდ.