ხონში იუსტიციის სახლის ფილიალი აშენდება

1012

ქალაქ ხონში ,,იუსტიციის სახლის“ ფილიალი აშენდება. ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად გამოცხადებულია. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

წინასწარი შეფასებით შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2,5 მილიონი ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში დაასრულოს.

გარდა ამისა, კომპანიას მოეთხოვება, რომ პერსონალის არანაკლებ 70%, რომლებიც მშენებლობაზე იმუშავებენ, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. განაცხადების წარდგენა დაინტერესებულმა კომპანიებმა 28 მარტიდან უნდა დაიწყონ.