მცხეთაში მეწარმეებს ციფრულ წიგნიერებასა და ელექტრონულ ბიზნესში ტრენინგები ჩაუტარდებათ

917

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მეწარმეებისათვის, ციფრულ წიგნიერებასა და ელექტრონულ ბიზნესში 23 მარტს, უფასო ტრენინგები ჩატარდება. ამის შესახებ Facebook-ზე ღონისძიებაც არის დააანონსებული.

ტრენინგს წარუძღვებიან, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

მეწარმეებს საშუალება ექნებათ უფრო მეტი შეიტყონ Facebook-ის, Google-ის, Booking.com-ის, Ebay-ის და სხვა საერთაშორისო პლატფორმების შესახებ, რომელიც მათ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება. შეხვედრის დასრულების შემდეგ,მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ უფასო ვაუჩერი, რომლის მეშვეობითაც შძლებენ გაიარონ ტრენინგი ელეტრონულ კომერციაში, ჩაერთონ ფართოზოლოვან ინტერნეტში, განათავსონ თავიანთი პროდუქტი და მომსახურება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლათმორმაზე და დაამზადონ საკუთარი ვებ-გვერდი.

პროექტი განხორციელდა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.