ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასოფლო გზა მობეტონდება

753

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში კაპნარი-კელასოურის დამაკავშირებელი სასოფლო გზა მობეტონდება. ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება, დღეს, გააფორმა.

სოფელ მარელისში ორი უბნის კაპნარი-კელასოურის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარი 1 740 მეტრზე დაიგება.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 332 852 ლარით ფინანსდება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსება 5%-ს შეადგენს.

გზის მობეტონება სახელშეკრულებო ვადებით აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება.