კალაძე ბიბლიოთეკარების გამოცდების გადავადებაში პრობლემას ვერ ხედავს

880

წინა სტატია

თუ არის აუცილებლობა, რომ ბიბლიოთეკართა გამოცდებმა გადაიწიოს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„არ ვიცი, ქალბატონი სოფიო ხუნწარია ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას. თუ არის იმის აუცილებლობა და საჭიროება, რომ გამოცდებმა გადაიწიოს, აქ საგანგაშოს და რაიმე დიდ პრობლემას ვერ ვხედავ”,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში არსებული ბიბლიოთეკების თანამშრომლების ნაწილი რეორგანიზაციის პროცესში დაგეგმილი გამოცდების წლის ბოლომდე გადადებას ითხოვს. როგორც ერთ-ერთი ბიბლიოთეკის თანამშრომელი ამბობს, რომ დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილი რეორგანიზაცია არასწორი ფორმით მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ტრენინგების ვადა, რომელიც ბიბლიოთეკების თანამშრომლებს გამოცდების ჩაბარებამდე, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში უნდა გაევლოთ, 3 დღემდე შემცირდა.

6 მარტს თბილისის საკრებულოზე ბიბლიოთეკების გაერთიანების საკითხს მხარი 32-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა. შედეგად, ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების გაერთიანების შედეგად შეიქმნება ახალი ააიპი, სადაც ბიბლიოთეკარები საგამოცდო ტესტირების შედეგად დაინიშნებიან.