ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ენერგოომბუდსმენის წარმომადგენლებს შეხვდნენ

675

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ენერგოომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ენერგოომბუდსმენის აპარატთან შეხვედრა ენერგეტიკის დარგში სამომხმარებლო ცნობიერების გაზრდას ემსახურებოდა და მას მუნიციპალიტეტის მერთან ერთად თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ვრცლად იქნა განხილული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის მიწოდების, წყლის მომარაგებისა და ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობა.

ენერგოომბუდსმენმა კიდევ ერთხელ მოისმინა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მომხმარებლების ძირითადი პრობლემები და აქტუალური საკითხები, რომლებიც შემდგომ შესაბამის რეგულაციას მოითხოვს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, მზად არიან ითანამშრომლონ ომბუდსმენის წარმომადგენლებთან, რათა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები მაქსიმალურად აღმოიფხვრას.