ქუთაისის მერია საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევას არ იზიარებს

744

ქუთაისი მერიაში არასამთავრობო ორგანიზაცია” საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” იმ კვლევის შედეგებს არ იზიარებენ, რომლის მიხედვითაც მერია საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებენ. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყველა სახის ინფორმაცია იდება. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

“არ ვიზიარებთ” კვლევას, სადაც ნათქვამია, რომ ქუთაისის მერია საჯარო ინფორმაციას არ აქვეყნებს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია, შესაბამისად, ეს შენიშვნა არ არის მართებული”,  – აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, დროულად შეასრულონ 2014 წლის 27 აგვისტოს N32-ე დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით განთავსება ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

“ქალაქ ქუთაისის საკრებულოს N32 დადგენილება არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს ისეთი მნიშვნელოვანი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას, როგორიცაა: ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ, ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და გასაჩივრების წესი, ბიუჯეტის შეასრულების ანგარიში; ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატის, პრემიის, სამივლინებო და სატრანსპორტო ხარჯის შესახებ და სხვა”, – ნათქვამია კვლევაში.