ქუთაისის მუნიციპალიტეტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებს

1416

ქალაქ ქუთაისის მერია და საკრებულო საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებენ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა:

  • ქალაქ ქუთაისის საკრებულომ 2014 წლის 27 აგვისტოს მიღებული N32 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;

  • მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე (http://kutaisi.gov.ge/) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას;

  • მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე განთავსებული საძიებო სისტემის გამოყენება რთულია, რაც აფერხებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას.

  • ქალაქ ქუთაისის საკრებულოს N32 დადგენილება არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს ისეთი მნიშვნელოვანი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას, როგორიცაა: ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ, ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და გასაჩივრების წესი,  ბიუჯეტის შეასრულების ანგარიში; ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატის, პრემიის, სამივლინებო და სატრანსპორტო ხარჯის შესახებ და სხვა.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებზე