საზოგადოებრივი მომსახურებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების კვლევა. 2017

1207

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაკვეთით, ქართულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ეისითი“ ჩაატარა კვლევა, რომელშიც შეჯამებულია საქართველოს მოქალაქეთა დამოკიდებულება ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ.

კვლევაში მიმოხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა გზების ხარისხი, საჯარო საბავშვო ბაღები, დასუფთავების სამსახური და მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კვლევის შედეგები შედარებულია 2013 და 2015 წლებში ჩატარებული ანალოგიური კვლევების მიგნებებთან. მასში, ასევე, წარმოდგენილია რეკომენდაციები ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.

„კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ექვსი მოქალაქიდან მხოლოდ ერთს მიუმართავს ადგილობრივი ხელისუფლებისათვის გასული ორი წლის მანძილზე. დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის წარმატების წინაპირობად სწორედ მოქალაქეთა ჩართულობა და ხარისხიანი საზოგადოებრივი მომსახურება დასახელდა“, – აღნიშნა ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით, 2012 წლიდან ხელს უწყობს რეგიონულ და ადგილობრივ განვითარებას საქართველოში. გასულ წლებში განხორციელებული ინიციატივების პრიორიტეტები იყო პოლიტიკისა და კანონმდებლობის განვითარება, ადგილობრივი საჯარო მოხელეების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება და რეგიონული და მუნიციპალური სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შექმნა და განხორციელება.

იხილეთ კვლევა სრულად

ამავე თემაზე წინა წლებში ჩატარებული კვლევები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

საზოგადოებრივი მომსახურებით საქართველოს მოქალაქეთა კმაყოფილების დონის კვლევა. 2015

საზოგადოებრივი მომსახურებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევა. 2013