ქალაქ სენაკში სანიაღვრე არხები იწმინდება

676

სენაკის მუნიციპალიტეტსი სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქალაქ სენაკში სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები, გამსახურდიასა და თეფანიას ქუჩების კვეთაზე, შლამისა და ინერტული მასალისაგან, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით და ფიზიკური საშუალებებით ხორციელდება.

სამუშაოებს ასრულებენ მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გამწვანების მოვლა-პატრონობისა და დასუფთავების ცენტრების თანამშრომლები.