ქუთაისში დასუფთავების აქცია მოეწყო

686

ქალაქ ქუთაისში დასუფთავების აქცია მოეწყო. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქის ერთ-ერთი შემოსასვლელი, ნიკეას ქუჩასთან არსებული ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია.

დასუფთავების აქციაში ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი გიორგი იობაშვილი და საკრებულოს წევრები ჩაერთნენ.

აღნიშნული აქციის ორგანიზატორი მყარი ნარჩენების კომპანია და ქუთაისის ა(ა)იპ „ სპეციალური სერვისები“ იყო.

დასუფთავების აქციები ქუთაისში, სხვადსხვა უბნებში პერმანენტულად გაგრძელდება.