ბათუმში, თამარ მეფის გამზირსა და ნონეშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

აჭარის მთავრობის ადმინისტრაცის ცნობით, თამარ მეფის გამზირსა და ნონეშვილის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე II ფენა ასფალტის საფარი იგება. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა. მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ღია სანიაღვრე არხი დაიხურა. ასევე, ტროტუარზე დამონტაჟებულია ბაზალტის ბორდიურები და დეკორატიული ფილები.

სამუშაოები ბარცხანის ქუჩების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული 18 ქუჩიდან 16 უკვე კეთილმოეწყო.

სამუშაოების ღირებულება ჯამში 4 მილიონ 479 ათას ლარს შეადგენს. ბარცხანის ქუჩების კეთილმოწყობას ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბონდი 2009“ ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები