ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ვაშაკიძე შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა. სამინისტროში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. ინფორმაციას  IPN-ი ავრცელებს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დირექტორის მოვალეობას რომელიმე თანამშრომელი შეასრულეს, შემდგომ გამოცხადდება კონკურსი და კონკურსით შეირჩევა ახალი ხელმძღვანელი.
თავად ბადრი ვაშაკიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ბადრი ვაშაკიძე განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელად რამდენიმე წლის წინ დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები