ბათუმში ბესიკის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

117

ბათუმში, ბესიკის ქუჩის ბოლო მონაკვეთში ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც განხორციელდება საგზაო მონიშვნები. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ზიმო 7“ ახორციელებს.

პროექტის ღირებულება 2 მილიონ 419 ათას ლარს შეადგენს.