დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფლების აღმნიშვნელი ბანერები განთავსდება

924

დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყარსა და უკანაფშავში სოფლების სახელების აღმნიშვნელი ბანერები განთავსდება. ინფორმაციას მთის ამბები ავრცელებს.

დუშეთის მერიამ ელექტრონული ტენდერი 2018 წლის 15 მარტს გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება კი 21-დან 23 მარტამდე მოხდება. ბანერების შესყიდვისა და განთავსების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 000-მდე ლარია გამოყოფილი.

ტენდერში გამარჯვებულმა პირმა 10 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს ბანერების განთავსება გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: დუმაცხო, ჩოხი, ზემო ჩოხი, გამსი, დიდებაანი, ზანდუკი, კიტოხი, ბაკურხევის ხეობა, მაქართა, ლუთხუბი, წინამხარი, ბახანი და დიხჩო, ასევე უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: უძილაურთა, შუაფხო, თხილიანა, გოგოლაურთა, ზარისჭალა, მუქო, მათურა, ხოშარა, ახადი, უკანაფშავი და ჭიჩო.