ახალციხეში მძღოლებმა პროკურატურას მანქანების ჩამორთმევის საქმეების დასასრულებლად 5 დღე მისცეს

525

წინა სტატია

ხე–ტყის გადატანისას მანქანებჩამორთმეულმა მოქალაქეებმა, რომლებიც დღეს ახალციხეში აქციას მართავდნენ, პროკურატურას საქმეების დასასრულებლად 23 მარტამდე მისცეს ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბორჯომში გზის გადაკეტვა და გრძელვადიანი აქციები დააანონსეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი პასუხისმგებლობას არ გაურბიან: „მზად ვართ გადავიხადოთ ჯარიმები. უბრალოდ ვითხოვთ, რომ ძიება დრულად დასრულდეს და მანქანები დაგვიბრუნონ“.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ საქმის ძიება კიდევ გაჭიანურდა, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ: „ბოჯომში გადაკვეტავთ გზას, ეს იქნება შემდეგ ნაბიჯი. თუ შემდეგაც ვერ გავალთ შედეგზე, მაშინ თბილისის პროკურატურაში, შოთაძეს მივაკითხავთ, ვიდრე კონკრეტული არ შედეგები არ დადგება, არ გავჩერდებით“.

სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებლებმა, რომლებსაც, სხვადასხვა დროს, ხე–ტყის გადატანის დროს ავტომანქანები ჩამოართვეს, საპროტესტო აქციას გამართეს.