ქუთაისში, ტურისტებისთვის მიმზიდველ უბანში, საყვავილე ქოთნებში ბალახია ამოსული

959

ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში, ლამპიონებზე დაკიდულ საყვავილე ქოთნებში, სარეველა ბალახებია ამოსული. ამის შესახებ ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

ამ ფაქტს ადგილობრივი მცხოვრებლები აპროტესტებენ, რადგან, მათი თქმით, უბანი ტურისტებისთვის მიმზიდველია და მის მიმართ მერია განსაკუთრებულ ინტერესს უნდა იჩენდეს.

გამოცემის ცნობით, რებილიტირებული უბანი ყვავილებით წელს არ გალამაზდება, რადგან ქუთაისის მერიაში თქვეს, რომ ამ მიზნით მიმდინარე წელს ადგილობრივ ბიუჯეტში ფინანსები გათვალისწინებული არაა.