ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე ლაპარაკობს

574

ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ლეიბორისტული პარტიის წევრი ირაკლი კიკვიძე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე ლაპარაკობს. მისი თქმით, 3 მარტს ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას დაკვეთით მერიის სპორტის დაწესებულებათა ააიპიდან სამსახურის უფროსმა გაათავისუფლა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“წინა მერის დროს პრობლემები არ შემქმნია, რადგან არ იყვნენ პოლიტიკურად ანგაჟირებულნი. ჭიღვარიამ მოსვლისთანავე დაშალა კულტურის სამსახური, სადაც ” ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო მხოლოდ ორი ადამიანი, ამიტომ არჩევნების დროს დაიწყო მუქარა ამ სამსახურის გაუქმებაზე. სამსახურიდან თანამშრომლები გაუშვეს ა(ა)იპში მუდმივ თანამშრომლად, ყველას მიეცა შტატი, მხოლოდ მე დავრჩი შტატგარეშე და ხელშეკრულების დასრულებას ოთხი თვე აკლდა, როდესაც გამიშვეს. ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი არის ზონდერი, არაკომპეტენტური და გაუნათლებელი, რომელიც ყველა თანამშრომელს უთვალთვალებს და არასასურველ კადრებზე მერიაში მიაქვს ენები,”- განაცხადა კიკვაძემ.

კიკვაძე ჰყვება, რომ სამსახურიდან დათხოვნას არ ელოდა, რადგან მას შტატს უშუალოდ ჭიღვარია დაჰპირდა. კიკვაძემ უკვე მიაწოდა ინფორმაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადენლებს. ასევე, დავის გაგძელებას სასამართლოში გეგმავს.

ქუთაისის მერიის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა დაწესებულების მმართველი კობა ფხაკძე ირაკლი კიკვაძის ბრალდებების უსაფუძვლოს უწოდებს და განმარტავს, რომ იგი სამსახურში გამოსცდელი ვადით იყო აყვანილი და კანონის მიხედვით საკუთარი გადაწყვეტილებით გაათავისუფლა სამსახურიდან.