კასპის სოფელ თვალადში ახალი საჯარო სკოლა აშენდა

726

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადში ახალი საჯარო სკოლა აშენდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით არის აღჭურვილი, აქვს მაღალი სტანდარტების სპორტული დარბაზი, ღია სპორტული მოედანი, სამედიცინო კაბინეტი და ბიბლიოთეკა.