Google Maps ეტლით მოსარგებლეებს ადაპტირებულ მარშრუტებს სთავაზობს

ეტლით მოსარგებლე ადამიანებს, ან დამოუკიდებლად გადაადგილების პრობლემის მქონე ადამიანებს უკვე შეუძლიათ Google-ის გაუმჯობესებული რუკით სარგებლობა. კერძოდ, Google-მა რუკაზე დაამატა ის მარშრუტები, რომლებიც ასეთი ადამიანებისთვის ადაპტირებულია.

ამ ადამიანებს Google Maps-ის დახმარებით, შეუძლიათ ნახონ მათთვის ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი და სქემა.

სიახლე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ნიუ-იორკში, ბოსტონში, მეხიკოში, სიდნეიში, ლონდონსა და ტოკიოში.

Google იმედოვნებს, რომ სატრანსპორტო კომპანიები და ამ მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო უწყებები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აქტიურად ჩაერთვებიან რუკის დამუშავების პროცესში, რათა სულ უფრო მეტ ქალაქში გახდეს ეტლით მოსარგებლეებისთვის და გადაადგილების პრობლემის მქონე სხვა პირებისთვის მოძრაობა თავისუფალი.

მსგავსი სიახლეები