მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე ქვაფენილი ეწყობა

723

მთაწმინდის გამგეობა ყიფიანის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. გამგეობის ცნობით, კაპიტალურად შეკეთდება 1500 კვ.მ. ამორტიზებული გზა და ტროტუარი, რომლის გასწვრივ 430 გრძივი მეტრი ბორდიური მოეწყობა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ეტაპობრივად მიმდინარეობს არსებული რიყის ქვის დემონტაჟი და ბაზალტის ახალი ქვაფენილის ეწყობა. ასევე წესრიგში მოყავთ მიწისქვეშა კომუნიკაციები. საგზაო სამუშაოებს ყიფიანის ქუჩაზე გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ლატი+“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 163 800 ლარია. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მთაწმინდის გამგებელი. დავით კირკიტაძე ყიფიანის ქუჩის მცხოვრებლებსაც შეხვდა.