საბურთალოზე, მიცკევიჩის და გამრეკელის ქუჩებზე სკვერი მოეწყობა

1312

საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიცკევიჩის ქუჩა №15-ისა და გამრეკელის ქუჩა №2-ის მიმდებარე ტერიტორიებზე, სკვერის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას საბურთალოს გამგეობა ავრცელებს.

ამ დროისთვის, ამ ტერიტორიაზე ბორდიური ეწყობა. სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. სამუშაოების ფარგლებში, სკვერებში საბავშვო გასართობი მოედნები მოეწყობა, სადაც სხვადასხვა ატრაქციონები დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. პროექტებს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, შპს „გრინსერვის+“ ახორციელებს.